ნიკა გვარამიამ დეპუტატისთვის ნაგვის თავზე დაყრა ერეკლე მეფისთვის ინგილო ქალის მიერ ქლიავის დაყრას შეადარა. “მთავარის” დირექტორმა განაცხადა, რომ პატარა ინგილო ქალსაც ეგონა, რომ თავზე ნაგავს აყრიდა მოღალატეს. გვარამია მაყურებელს მოუყვა ერეკლე მეფის და პატარა ინგილო ქალის ისტორიას და ის დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრას შეადარა. მისივე თქმით, ნაცმოძრაობის აქტივისტის ქმედება სრულიად გამართლებული და ადეკვატური იყო.
“ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ თავზე ნაგავი გადააყარაეს, ეს ფაქტი ბევრმა ადამიანმა დაგმო, ამ ადამიანების მესმის, მაგრამ არ ვეთანხმები.მოდით ვნახოთ, როგორ გადააყარეს მას თავზე ნაგავი…
წესების დარღვევა ბრძოლაში მოსულა. მაღალი კულტურა და ღრმა წესიერება უნდა გადავდოთ ხოლმე გვერდზე, რადგან აქედან სულ ერთი ნაბიჯია შემგუებლობამდე. მოკლედ, როცა ევბრძვი ჯაყოს, ანუ მოძალადე ბოროტებას, მაღალი კულტურა და ჰუმანიზმი ბრძოლის დროს გვერდზე უნდა გადადო ცოტა ხნით, ვიდრე ეს საჭიროა ძალადობის დასამარცხებლად. გახსოვდეს, მოძალადის მტავარი კოზირი სწორედ შენი კულტურა და ჰუმანიზმია, ეს წაგების მთავარი ფორმულაა.
ზოგჯერ, უარესად უნდა უპასუხო, რომ ამოშანთო და წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თეიმურაზ ხევისთავობა და შემგუებლობაა იმასთან, რომ გაუპატიურებენ. მოიხსენით თეთრი ხელთათმანები! ბრძოლის დროს, შეწყვიტეთ მორალური მაქსიმების ქადაგება!” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
წყარო: “აიპრესი”