ცნობილი ქართველი ექიმ-უროლოგი გია ხარაიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გია ხარაიძემ 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ლენინგრადის ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო ჯარების ოლქში ლეიტენანტის წოდებით. შემდეგ მუშაობდა მე-4 მთავარი სამმართველოს (შემდგომში – სამკურნალო კომბინატის) ექიმ უროლოგად.1984 წლიდან მოყოლებული, 33 წლის განმავლობაში ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის I უროლოგიური განყოფილების გამგე გახლდათ.