კლასიკოსმა გიტარისტმა ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში ახალი გადაცემის, „სიმპოზიუმის“, შესახებ დააანონსა, რომელიც კლასიკური გიტარის თემატიკით შემოიფარგლება და „იუთუბ არხზე“ განთავსდება. გარდა ამისა, მუსიკოსი მუშაობს სახელმძღვანელოზე, რომლის მეშვეობითაც სმენადაქვეითებულ ადამიანებს თავისუფლად შეეძლებათ მუსიკის შესწავლა. მუსიკოსს შემოქმედებითად აქტიური პერიოდი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით მის პირად ცხოვრებაზე. რა ხდება მის ცხოვრებაში ია ფარულავასთან დაშორების შემდეგ, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ტარიელ სუარი: კლასიკური გიტარის კონგრესის 59-ე სიმპოზიუმი გვქონდა და გადაცემის იდეა მაშინ გაჩნდა – რატომ არ უნდა გაგვეშვა ეს ყოველივე გადაცემის სახით. ჩვენი შეკრება ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ჩაიწერა საცდელი გადაცემა, თუმცა, ბევრი ტექნიკური ხარვეზია, რაც, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგალითად: ხმა, განათება და ასე შემდეგ. კლასიკური გიტარის მიმართ დაინტერესება ყოველთვის იყო და იქნება, თუმცა გადაცემა ამ ეტაპისთვის ვიწრო სეგმენტისთვისაა, უფრო მათთვის, ვისაც სერიოზული ხელოვნება და მუსიკა აინტერესებს. არ არის გათვლილი საზოგადოების იმ ფართო მასშტაბზე, რომელიც პოპულარული მუსიკისა და ფანოღის მიმდევარია.
– შემოქმედებითად აქტიური პერიოდი გაქვთ?
– დიახ, არაერთი კონცერტი მაქვს დაგეგმილი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. წელს უცხოეთში არ გავდივარ, ისე დაემთხვა, რომ მთელი წელი საქართველოში მაქვს დახუნძლული. გარდა ამისა, ფესტივალების ორგანიზებას ვაკეთებ კლასიკური გიტარის მიმართულებით, რომელშიც ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობენ. იმდენად ბევრი საქმე მაქვს საქართველოში, დრო არ მყოფნის უცხოეთის შემოთავაზებებს დავთანხმდე. განაგრძეთ კითხვა
