Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა – „მოსალოდნელია, რომ ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება“

October 31, 2023
იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა – „მოსალოდნელია, რომ ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება“

„2023 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.13 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ოქტომბრის საშუალო ფასი 4.2%-ით მაღალია წინა თვესთან (2023 წლის სექტემბერთან) შედარებით და 6.8%-ით დაბალი – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2022 წლის ოქტომბერთან) შედარებით.

„თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ღირებულება ყველა დიდ ქალაქში გაიზარდა, გარდა ბათუმისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თბილისში (+15.1%), რომელსაც მოჰყვება თელავი საკმაოდ დიდი მაჩვენებლით (+4.4%), ბათუმში კი მცირე კლება დაფიქსირდა (-0.3%). ასეთი განსხვავების მიზეზი შეიძლება შემოდგომასთან დაკავშირებული სეზონური ცვლილებები იყოს.

ინდექსში დაფიქსირებული ტენდენცია იმის შედეგია, რომ ადგილობრივმა ტურიზმმა შავი ზღვის სანაპიროებიდან თელავსა და თბილისში გადმოინაცვლა, რამაც გამოიწვია მოთხოვნისა და შესაბამისად, ფასების ცვლილება ჩამოთვლილ ქალაქებში.

გასულ თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, გარდა კარაქისა, რომლის ღირებულებაც უცვლელი დარჩა. ოქტომბერში ფასების ზრდის დინამიკა ასე გამოიყურება: კვერცხი – +5.9%, ყველი – +4.2%, ფქვილი – +2.7%, საფუარი – +2.4%, რძე – +1.9%. მიუხედავად იმისა, რომ ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა, ყველისა და ფქვილის ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად დაეცა (ყველი – 12.4%, ფქვილი კი – 4.6%-ით).

ვინაიდან რძის მიწოდება სეზონურად იკლებს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ყველისა და რძის, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება,“- აღნიშნულია ანგარიშში“.

წყარო: bpn.ge, თაია არდოტელი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge