ვანდალიზმი და ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა თბილისში… სოციალური ქსელის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში მომხმარებელი წერს, რომ თემქაზე მდებარე წიწვოვან ტყეში თავმოჭრილი კატები იპოვეს.
პოსტს სხვა რამდენიმე ადგილობრივიც ეხმაურება და ანალოგიურ ინფორმაციაზე წერს. ადგილობრივები პოლიციას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„ტყეში არაშენდას მხარეს უკვე მეოთხედ ვიპოვეთ თავმოჭრილი კატა ბოლო 10 დღეში. თუმცა მანამდეც არ გვაკლდა მოკლული კატები ამ ტერიტორიაზე.
თუ აქ ხართ ვინც ამას აკეთებთ, ქურციკებივით სოროებში რომ იმალებით და იქედან ღამით იპარებით კატების დასაკლავად და თუ გგონიათ რომ სწორად იქცევით დღისითაც გამოჩნდით, რატომ იმალებით?
ადამიანის რასა მარსის კოლონიზაციას იწყებს და თქვენ ისევ დეპრესიულ ლუზერებად რომ ჩარჩით, არ გიტყდებათ?
ის, ვინც მსგავს რამეს აკეთებს, საზოგადოებისთვის საშიშია და წესით ეს ამბავი სერიოზულად მისაღები და საყურადღებია, რეაგირების გარეშე, არ უნდა დარჩეს“, – წერს ადგილობრივი.
წყარო: “პრაიმტაიმი”