„იმედის კვირამ“ ღაზასთან ახლოს, მუსიკალურ ფესტივალზე მყოფი ქართველი ებრაელი გოგონას, თამარ კორსანტია-გოლდბერგის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
თამარი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა. რამდენიმედღიანი ძიების მერე, მისი დაღუპვა დადასტურდა.
ნახეთ ინტერვიუ თამარის დედასთან.
„14 დღე ძალიან ბევრია, როდესაც შვილს ეძებ, ეს გაუსაძლისია. 14 დღე ელოდები როდის დაგიკაკუნებენ კარზე და გეტყვიან, რომ შენი შვილი დაიღუპა. ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, ვინც ამ დღეებში მოდიოდა, სთხოვა, ზარი არ დაერეკათ კარზე, რადგან ყველა ზარზე გული მისკდებოდა. მარიკა ინტერვიუებს აძლევდა ყველა არხს, ჩემი ქმარი ძაღლებით, მეგობრებთან ეძებდა – ყველა სანტიმეტრი შეამოწმა. ბოლოს დარწმუნებულები ვიყავით, რომ ტყვედ ჰყავდათ. ფიქრიც არ შემეძლო იმაზე, რომ დაიღუპა. ერთი კვირით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, შეყვარებულმა ხელი სთხოვა. ოჯახის შექმნა უნდოდა. მეკითხებოდა, დედა, დიდ ქორწილს გადამიხდიო? რად გინდა დიდი ქორწილი, სჯობს სადმე წახვიდე მეთქი, ის კი მპასუხობდა, დიდი ქორწილი მინდაო. ათას კაცზე მეტი მოვიდა მის სასაფლაოზე, აი, ასეთი ქორწილი გადავიხადეთ“, – იხსენებს ტატიანა გოლდენბერგი.
ვიდეო იხილეთ ბმულზე