გთავაზობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის ინტერვიუს „კვირის პალიტრასთან“.
ის ჯაფარიძის პირად ცხოვრებას ეხება.
„ – ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კათედრაზე, მყავს სტუდენტები, თან პრაქტიკოსი ექიმი ვარ. ექიმების ოჯახში გავიზარდე, დედისა და მამის მხრიდან ოთხი თაობა ყველა ექიმი იყო და ვერც კი წარმომედგინა, თუ სხვა პროფესია არსებობდა. ბაბუა, ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. საოცარი ადამიანი იყო და, ალბათ, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ მისი გაზრდილები არიან ის ექიმები, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან. მისი დამსახურებაა ისიც, რასაც დღეს ვაკეთებ.
ჩემზე რა გითხრათ – მყავს მეუღლე და სამი ბიჭი. უფროსი 11 წლისაა, შუათანა – 5-ის და ნაბოლარა – ერთის (ინტერვიუ ჩაწერილია 2020 წელს). მეუღლე ამ რთულ სიტუაციაში ყველანაირად მიწყობს ხელს. პატარები ბევრს ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ უფროსი მეუბნება, დედიკო, ასეთ მაგარ საქმეს რომ აკეთებ, იცი, მე რა ამაყი ვარო?! ეს სულ სხვა ბედნიერებაა ჩემთვის. ამას წინათ შუათანა მეკითხებოდა, დედიკო, რატომ აღარ გიყვარვარო? ჩათვალა, რომ რაკი მუდმივად კომპიუტერთან ვზივარ, ან ტელეფონზე ვლაპარაკობ, რის გამოც მისთვის ნაკლები დრო მრჩება, ძველებურად აღარ მიყვარს… კითხვა განაგრძეთ ბმულზე
