გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც 26 ქტომბრის ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:
მერი ამშიკაშვილი, ჟურნალისტი: “ამ წუთებში ისრაელში ნაწილობრივ გაყინული სიმშვიდეა, რომელიც ყოველთვის მძიმე ომს უძღვის წინ. სამწუხაროდ სიმშვიდე და სიწყნარე შორს არის. ჩვენ სერიოზული ომის წინაშე ვართ. ჰამასისგან იყო მოწოდება, თუ ჩვენ შევწყვეტთ ღაზის სექტორის დაბომბვას, მაშინ ისინი ტყვეებს დაგვიბრუნებენ, მაგრამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთვის ეს მიუღებელია იმიტომ, რომ არავინ იცის რა მოხდება…”
“როცა სამთავრობო სექტორში ვმუშაობდი, ვხედავდი რამდენი რამ გააკეთა ისრაელმა ღაზისთვის. ჩვენ ავუშენეთ მათ ყველაფერი. აქედან გადიოდა მილიონები, მილიარდები, ღაზა რომ აშენებულიყო. გვეგონა ეს ყველაფერი ნორმალურ, მშვიდობიან, მეზობლურ ცხოვრებას მოიტანდა, მაგრამ ამ ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ არ შეიძლება ტერორისტთან თანაცხოვრება…”
“განსაკუთრებით არ დაინდვეს ის მოხუცები, რომლებმაც ადრეულ წლებში გაიარეს მძიმე დღეები და ამის გამო დღეს ეტლებში სხედან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. ეს ადამიანები ამ დრომდე დაკარგულები არიან. მართლა უმძიმესი სურათია. ამბების მოყოლა მიჭირს. ბავშვთა სახლებში მყოფ ჩვილებსა და მოზარდებს თავები მოჰკვეთეს. სულისშემძვრელია ამ დღეებში აღმოჩენილი ერთი ოჯახის ამბავი. როგორც ჩანს, ოჯახი მანქანით თავდაცვისთვის გაემგზავრა. მშობლები ავარიაში მოყვნენ და ისინი დაღუპულები იპოვეს, ხოლო მათი სამი შვილი – 9, 10 და 11 წლის გოგონები პატივაყრილები…”
“ახლა მთავარი ტყვეების გათავისუფლებაა. ვერ წარმოიდგენთ, ჩვენთან დღეს რა ხდება. ფრონტის ხაზზე ქორწინდებიან, წყვილები ერთსაათიან პროცედურას გადიან და მერე ერთად მიდიან საბრძოლველად…”