1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6997 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8607 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.