ახმეტაში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა, ახმეტა-ალვანის დაკავშირებულ გზაზე მოხდა. ავტომობილი რომელშიც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ავარიას მძღოლის მეუღლე ნათია ჭიჭიაშვილი და მძღოლის და ნათია ფარეულიძე ემსხვერპლნენ.
„ამბობენ ავტომობილი გაუმართავი იყოო. საშინელება დატრიალდა, ბავშვები დედას კითხულობენ“, – ამბობს დაღუპული ოჯახის ახლობელი.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.