ქართველი რეპერი ალექსანდრე ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი, მეუღლესთან, ტატიანა ბურიასთან ერთად გადაცემას „მხოლოდ ლელასთან” ესტუმრა.
ტატიანამ გადაცემაში მეუღლეზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ის საკმაოდ ცივი ადამიანია და რთული ხასიათი აქვს:
„ლექსო ჩემთვის ძალიან ცივი ადამიანია…რატომ უნდა სთხოვო ჩახუტება. ამ დროს მპასუხობს: ერთი წუთით, ჩაის ვსვამ, გეყოფა. რთული ხასიათი აქვს და ამაზე საერთოდ წრეშიც ბევრი ვთანხმდებით. ვფიქრობ ურთიერთობაში მთავარია მოთმენა. მაგალითად ლექსოს რთული ხასიათის, როდესაც დილიდან ცუდ ხასიათზე იღვიძებს”, – ამბობს ტატიანა.
ლექს-სენი აღნიშნავს, რომ ურთიერთობაში მთავარი გაგებაა:
„ყოველთვის გაღიმებული ვერ იქნები. ხანდახან მიმიცია შენიშვნა, როდესაც საჯაროდ რაიმეს აღნიშნავდა, რომ ეს არ არის ლამაზი, მაშინ როდესაც უკრაინაში ჩვენი ბიჭები იღუპებიან. მისი ძმაც ომშია. შესაძლოა ჩემი შეხედულებაც გადამეტებულია და ტატიანას უთქვამს, რომ რთული ხასიათი მაქვს, თუმცა ყოველთვის ასე არ არის.“