გიორგი ბახუტაშვილს ფართო საზოგადოება პოპულარული სერიალიდან, „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მისი პერსონაჟი, ცოტნე ყოველთვის უარყოფით შეფასებებს იმსახურებს, რეალურ ცხოვრებაში გიორგიმ მაყურებლისთვის თავის შეყვარება მარტივად შეძლო. 2016 წელს მან სერიალი დატოვა, 2018 წელს კი დაბრუნდა და ტელეეკრანებზე ახლაც ხშირად ჩანს.
გიორგი დაიბადა 1990 წლის 18 მარტს. 2012 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან არის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 2015 წელს დაქორწინდა თაკო შოშიაშვილზე. წყვილს ერთი შვილი, ბეა ჰყავს.
გიორგის ფილმოგრაფია არაერთ ცნობილ სურათს აერთიანებს, მათ შორისაა, “ვისი სული გსურს”, “ორი ფსიქო”, “სტუმარი” და სხვ. გიორგი განსაკუთრებით საინტერესო სახეებს ქმნის თეატრში, მისი სპექტაკლები ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.
თაკოსა და გიორგი ოჯახი ბევრისთვის საყვარელი და მისაბაძია. ისინი აქტიურად არიან ჩართული ქალიშვილის, უსაყვარლესი ბეას ცხოვრებაში და ოჯახურ კადრებსაც ხშირად აქვეყნებენ. განაგრძეთ კითხვა