დღეს დიდ დიღომში, “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაიჭრა ერთი პირი. მას ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობილია, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმა პირმა მეორეს ავტომობილით გზა არ დაუთმო.
ირკვევა, რომ დაჭრილი 28 წლის დისტრიბუტორია. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.