“დღეს ცეკვის გაკვეთილის შემდეგ გავაკეთებ ლაივს” – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ცეკვის გაკვეთილის შემდეგ გავაკეთებ ლაივს – ასე 23:00 საათისთვის.
– ვუპასუხებ მელიას (გუშინ ინგასთან იყო და ხსნიდა, რატომ ესხმის თავს კეზერაშვილს და არ ესხმის ამ სისტემის შემოქმედ – მიშას)
– გაგართობთ კვესტაძით და მშვილდაძით (არა იმდენად მათი პერსონებით, რამდენადაც იმ სისტემის ახსნით რაშიც მათ უწევთ მაიმუნობა)
– და ჯერ ცოტას მოვყვები ჩვენი დელეგატების კონფერენციაზე, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართება – ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვის აღმაფრთოვანებელ პროექტს წარვადგენთ და ახალ გუნდზეც შეგექმნებათ წარმოდგენა ♥️
ფეიჯიდან შევდივარ ხოლმე და ამიტომ თუ გაინტერესებთ, აქ გამომყევით გეთაყვა”