„შემოდგომის ბოლო თვე ბევრ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით სიახლესა და ცვლილებას ჰპირდება. ნოემბერი არაერთი ასტროლოგიური მოვლენით იქნება გამორჩეული. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პლანეტა სატურნი 4 ნოემბერს რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს. 22 ნოემბრამდე კი მზე მორიელის ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისათვის სასიყვარულო ურთიერთობებისა და ფინანსური წინსვლისთვის ხელსაყრელი პერიოდი იწყება. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს 2023 წლის ნოემბერში განსაკუთრებით გაუმართლებს და სასიამოვნო სიახლეები ექნებათ:
ლომი
თუკი ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ მეორე ნახევარი, 2023 წლის შემოდგომის ბოლო თვე გაძლევთ შანსს, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძალიან მოგეწონებათ. მასთან კომუნიკაციისას, იფიქრებთ, რომ ბევრი საერთო გაქვთ. მეგობრობა კი სიყვარულში გადაიზრდება და თავს ბედნიერად იგრძნობთ. ნოემბერი თქვენთვის ბევრი დადებითი ემოციით იქნება დატვირთული. ასტროლოგების თქმით, ახლა თქვენი შრომა, მონდომება და შემართება აუცილებლად დაფასდება და არ არის გამორიცხული, კარიერული ზრდის თვალსაზრისითაც კარგი სიახლე გქონდეთ. დამსახურებულ ჯილდოსა და აღიარებას მიიღებთ და კარიერულ საფეხურზე კიდევ უფრო მეტად დაწინაურდებით… კითხვა განაგრძეთ ბმულზე