„თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა. XIX საუკუნის მიწურულს ისიც დაზიანდა. ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა, მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ. ბილფელდმა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფატე აგლაძეს ეკუთვნის.
ქაშვეთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 წელს ქაშვეთის ტაძარი ლადო გუდიაშვილმა მოხატა.
არსებობს ლეგენდა, როგორ დაერქვა ტაძარს ქაშვეთი
ქაშვეთის ეკლესიის სახელწოდებასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს. ამბობენ, რომ დავით გარეჯელს დედაკაცმა ცილი დასწამა , შენგან ორსულად ვარო, დავითმა დაწყევლა, – ქვა გეშვასო და, მართლაც, ქვა შვა, რის გამოც ამ სალოცავს “ქ(ვ)აშვეთი” ეწოდა. ზოგიერთი, ტაძრის სახელწოდებას უკავშირებს სალოცავი ქვის სვეტს და ამბობს, რომ ტერმინი ქვა-სვეტიდან წარმოიქმნა (ვ. აბაევი)…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე