ამერიკული „ვოისის“ მონაწილე ქართველმა მომღერალმა, ნინი ბრეგვაძემ, გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ ინტერვიუ მისცა.
„ნერვიულობის მომენტი არ მქონდა, იმიტომ რომ მარტო არ ვიდექი სცენაზე – გვერდით მყავდა ადამიანი, სოფია რომელიც ასევე არაჩვეულებრივად მღერის.. მგონია, რომ ორივე ძალიან გავერთეთ სცენაზე.. ნერვიულობა მემგონი საერთოდ არ იყო. რომ გითხრა ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი-მეთქი – არა. მაგრამ იმედები მქონდა და შესაბამისად უბედნიერესი ვიყავი, როდესაც საბოლოოდ შედეგი გავიგე… ჟიურის სამივე წევრმა დამასახელა მე როგორც გამარჯვებული – ამას ნამდვილად არ ველოდი. მეგონა, რომ აზრები გაიყოფოდა, მაგრამ ყველას ნინი(მე) მოვეწონე. გვენმა მითხრა, რომ იმდენად ერთობი და კარგ დროს ატარებ სცენაზე რომ ძალიან დამაჯერებელი ხარო, ნამდვილი ემოციები გაქვს”,- აღნიშნა მან.