„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი და „მთავარი არხის“ წამყვანი, ეკა კვესიტაძე გუშინ სოციალური ქსელით ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.
„ჩერგოლეიშვილი ქართულს თუ იცეკვებს ჩემს სტუდიაში ექსკლუზიურად, მოვიყვან. ისე არ მაინტერესებს 🥱🥱🥱 ვინმემ ურჩიეთ, მოეშვას ჩემი სტუდიის კარზე უთავმოყვარეო ბრახუნს, მისი განწირული კივილი ყოველ სამშაბათს უკვე გადაცემაშიც ისმის🥱🥱“, – დაწერა კვესიტაძემ.
მანამ ჩერგოლეიშვილმა გამოაქვეყნა ორი პოსტი, სადაც კვესიტაძე ფიგურირებდა.
„იმედის რეპორტიორი თუ მონაა, მიშა მშვილდაძე და ეკა კვესიტაძე მონები არ არიან?
ანუ ივანიშვილის მონობა მონობაა და კეზერაშვილის და სააკაშვილის მონობა, მონობა არაა?
რა სასაცილო ცალმხრივობაა“, – აღნიშნავდა ის.
ასევე, „ზურა ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას 11 ნოემბერს ვეპატიჟები პირადად მე ევროპული საქართველოს დელეგატების კონფერენციაზე.
ჩვენ იქ წარმოვადგენთ ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვის გეგმას.
ჩვენ იქ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით – ახალი რესპუბლიკის დაფუძნების გეგმას.
ჩვენ იქ წარმოვადგენთ დეოლიგარქიზაციის გეგმას.
ჩვენ ამ იდეებზე ვმუშაობთ უკვე ორი წელია – გაუჩერებლად.
მოკლედ, იქ იქნება იდეების კორიანტელი! 
ხოდა მერე ჩემი თხოვნაა მონა.ჯი-ზე ეს მონაც მოახვედროთ, რომელიც ქართულ საზოგადებას ატყუებს რომ
ოპოზიცია იდეებისგან დაცლილია!
იდეებისგან დაცლილი არის მისი ბელადი და მისი პატრონი.
ევროპული საქართველო არის იდეებით აღსავსე.
უბრალოდ, ეკა კვესიტაძე მონაა და პატრონის კონკურენტებს არ აშუქებს – საჯარო ინტერესს ღალატობს და საზოგადოებას ატყუებს.
ასე რომ მოდით, ნახეთ და განათავსეთ კვესიტაძე მონა.ჯი – ზე!“, – წერდა ჩერგოლეიშვილი