უნაბი — მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახისა. გვარში დაახლოებით 40 სახეობაა. გავრცელებულია აზიის, აფრიკის და ავსტრალიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. ყველაზე ცნობილია უნაბის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც „იუბას“ უწოდებენ. დიდი ხეებია, სიმაღლით 15 მ-მდე, ცოცლობენ 300 წლამდე.
ნაყოფის მშრალ რბილობში არის 40%-მდე ნახშირწყლები, 5%-მეტი პროტეინი, 1,5% ქარვის და ვაშლის მჟავები, 5,8%-მდე – პექტინოვანი ნივთიერებები, 2%-ზე მეტი ფისები, 1,2% მთრიმლავი ნივთიერებები. ნაყოფები ძალიან მდიდარია ვიტამინებით (C 1100 მგ.%-მდე, P 100 მგ.%-მდე). ფოთლები აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას.
უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც მსუბუქი სასაქმებელი, ამოსახველებელი, მატონიზირებელი და შარდმდენი საშუალება. ფოთლებს გააჩნია მაანესთეზირებელი თვისებები (მათი დაღეჭვისას იკარგება სიტკბოს, სიმწარის და ა.შ. შეგრძნება). გამოიყენება აგრეთვე ვიტამინური ჩაის დასამზადებლად.
უნაბის სამკურნალო თვისებები:
- მდიდარია რკინითა და ფოსფორით, ხსნის ორგანიზმში სტრესსა და დაღლილობას
- გამოიყენება ძვლების გასამკვრივებლად
- საუკეთესო საშუალებაა წონის კონტროლისათვის
- გამოიყენება უძილობისას
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
ნაყოფი უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, მატონიზებელი, საფაღარათო და შარდმდენი საშუალება.
ამჟამად მეცნიერულ მედიცინასაც მოეპოვება კლინიკური ცდებით დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ უნაბის ნაყოფს ჰიპოტენზიური და შარდმდენი თვისება გააჩნია.