მსოფლიოში ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ შვილებთან ერთად ისრაელი დატოვა – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, პუგაჩოვამ ქვეყანა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პერიოდში დატოვა და კვიპროსში გადავიდა.
პუგაჩოვა კვიპროსის მოქალაქეა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პუგაჩოვას შვილებმაც მიიღეს კვიპროსის პასპორტები.
