კომში ბევრისთვის საყვარელი სეზონური ხილია. ვნახოთ, რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენი ორგანიზმისთვის:
1. ეფექტურია კუჭის დაავადებებისას
პექტინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო კომში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის გარკვეული პათოლოგიების სამკურნალოდ. მაგალითად, მისი გამოყენება შესაძლებელია ფაღარათის დროს და კუჭის წყლულის დროსაც კი: მაგრამ თუ ყაბზობისკენ ხართ მიდრეკილი, უმჯობესია მოერიდოთ მას.
2. აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს
100 გრამი კომში შეიცავს:
• 13-15 მგ ვიტამინი C (დღიური მოთხოვნილების 20-25%);
• 3 მკგ ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა);
• სხვა B ვიტამინები;
• 3 მგ რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად. გასათვალისწინებელია, რომ მცენარეული პროდუქტებიდან რკინა ბევრად უარესად შეიწოვება, ვიდრე ცხოველური პროდუქტებიდან.
ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ კომშის უნარზე, გააძლიეროს სისხლძარღვების კედლები, დაიცვას გულის დაავადებებისაგან, ასევე რესპირატორული ინფექციებისგან.
3. ზრდის ლიბიდოს
ისტორიულად კომში აფროდიზიაკად ითვლებოდა.
4. გამოიყენება სისხლდენისას
კომშის შემადგენლობაში შემავალი K ვიტამინი აქვს ჰემოსტატიკური ეფექტი.
ზოგ შემთხვევაში ამ ხილს ადგილობრივადაც კი იყენებენ – კომპრესების და ნახარშების სახით. ამ ფორმით კომში გამოიყენება ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.
5. ხსნის გულისრევას და გულძმარვას
კომში განიხილება ორსულ ქალებში მორეციდივე ღებინებისა და გულძმარვის სამკურნალო საშუალებად, ასევე პედიატრიულ პრაქტიკაში იგივე ჩვენებებით.
იმავდროულად, ორსულმა ქალებმა თავი უნდა შეიკავოთ კომშის დიდი რაოდენობით მიღებისაგან. მას შეუძლია ბავშვში ალერგიული რეაქციის პროვოცირება, ამიტომ რეკომენდებულია 2-3 დღეში ერთხელ არა უმეტეს ერთი კომშის მიღება. ასევე არ არის რეკომენდებული კომშის მიცემა 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
წყარო:მკურნალი