ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანმოკლე ვარჯიში დღის განმავლობაში ხელს უწყობს კიბოს რისკის შემცირებას
18%-მდე.
მონაწილეები 3-4 წუთის განმავლობაში ასრულებდნენ, მხოლოდ მცირე აქტივობებს ჯანმრთელობის სარგებლის მისაღებად.
ისეთი აქტივობები, როგორიცაა კიბეებზე ასვლა, ბავშვებთან თამაში ან ეზოში სამუშაოს შესრულება, დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, რადგან ისინი ხელს უწყობენ მოძრაობას და ამცირებენ ჯდომაში გატარებულ დროს.
შესაძლოა გიყვარდეთ სპორტდარბაზში წასვლა, დიდხნიანი ვარჯიში, თუმცა შესაძლოა ხშირად დატვირთული გრაფიკი ამის საშუალებას არ გაძლევთ.
ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ვარჯიშის ხანმოკლე პერიოდებმაც კი, რომლებიც შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში, შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროს კიბოს განვითარების რისკი.
კვლევა მოიცავდა 22 000-ზე მეტ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც არ ვარჯიშობდა. მონაწილეებს სთხოვეს დაემატებინათ ფიზიკური აქტივობა დღის რუტინაში. ეს იყო მხოლოდ ერთიდან ორ წუთამდე ხანმოკლე ვარჯ
შედეგები იმედისმომცემი იყო: მინიმუმ 3.4 წუთის ყოველდღიური ვარჯიშის დროს მონაწილეთა კიბოს რისკი მთლიანობაში 18%-ით შემცირდა. ყოველდღიური ვარჯიშის 4,5 წუთი, 32%-მდე ამცირებს იმ სიმსივნეების რისკს, რომლებიც, როგორც წესი, დაკავშირებულია ფიზიკურ უმოქმედობასთან.
ფიზიკურ უმოქმედობასთან დაკავშირებული კიბოს ტიპები:
საყლაპავის ადენოკარცინომა;
ღვიძლის კიბო;
ფილტვის კიბო;
მიელომა;
კოლორექტალური კიბო;
სარძევე ჯირკვლის კიბო
მონაწილეებმა რამდენიმე კვირის შემდეგ დაინახეს გარკვეული შედეგი, მაგრამ ეს ეფექტი გარდამავალი იყო – თუ ისინი არ გააგრძელებდნენ ფიზიკურ აქტივობას, კარგავდნენ სარგებელს.
ამ შედეგებზე დაყრდნობით, დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის ჩართვა, როგორიცაა კიბეებით სარგებლობა, სახლის საქმეებში აქტიურად ჩართვა, მეტი მოძრაობა, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამასთან ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს რეგულარული