Monday, August 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნივთები, რომლებიც ახალ წლამდე უნდა მოიცილოთ

October 23, 2023
“წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი შეგახსენოთ” – საყურადღებო თარიღები ივლისის თვეში

თითქოს ზედმეტი და უსარგებლო სახლში არაფერი ჩანს – ყველაფერი გჭირდებათ და დიდი ხანია, შეეჩვიეთ, მაგრამ დაგარწმუნებთ, რომ ცდებით. გადაყარეთ ყველაფერი, რაც ამ სიაში შეგხვდებათ და გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ თავს… ყოველ შემთხვევაში, ფსიქოლოგები ამაში დარწმუნებულნი არიან.

დამტვრეული კალმები, გამომშრალი ფლომასტერები, “დაბლაგვებული” სტეპლერები, დამოკლებული ფანქრები, რომლებსაც აღარავინ იყენებს – ამგვარი ხარახურა სახლში ბევრი გროვდება და მათგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ.

კოსმეტიკა, რომლითაც აღარ სარგებლობთ. კრემებისა თუ შამპუნების კოლოფები საკმაოდ დიდი საცხოვრებელ სივრცეს იკავებს, ხელებში “გებლანდებათ” და იდეალური წესრიგის დამყარებაშიც ხელს გიშლით. ნუ დაგენანებათ – კოსმეტიკა, სანამ ახალი იყო, მაშინ თუ არ გამოგადგათ, მოძველებული მითუმეტეს არაფერში გჭირდებათ.

მოაწესრიგეთ წამლები. ზოგჯერ იმდენი წამალი გროვდება, სააფთიაქო კოლოფებში ვეღარ ეტევა და თანდათან მეტ ადგილს იკავებს სათავსოში. ფენ-შუის მიხედვით, ეს ცუდი ნიშანია – ბევრი წამალი და სამკურნალო საშუალება სახლში ავადმყოფობას იზიდავს. ამიტომ გადახედეთ თქვენს აფთიაქს და ვადაგასული წამლები გადაყარეთ, დანარჩენები ეცადეთ, რაც შეიძლება პატარა სივცეში, თვალისგან მოშორებულად შეინახოთ.

დახვრეტილი წინდები – მერე რა, რომ მეორე მთელია… მოაშორეთ! იგივე გზას გაუყენეთ დაცალკევებული წინდებიც, რომელთა წყვილებს ვეღარ პოულობთ. თუ რამდენიმე თვეა ვერ იპოვნეთ, სავარაუდოდ, არც მერე გამოჩნდება. ასე რომ, ნუ დაგენანებათ.

დამტვრეულ-დაზიანებული ან ჟანგშეპარული სამზარეულოს ნივთები. გაბზარული ან კიდეჩამოტეხილი თეფში, ყურმოცლილი ტაფა, კონტეინერები, რომლებმაც “თავისი მოჭამეს” – სამზარეულოდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააქროთ. ამით ორ კურდღელს დაიჭერთ – ხარახურას მოაშორებთ სახლიდან და ახლის ყიდვის მოტივაციაც გაგეზრდებათ. დამტვრეულ-დაზიანებული, ან უბრალოდ, დაშლილი სათამაშოები წესრიგის დაუძინებელი მტერია. გაათავისუფლეთ სახლი მათგან. ნუ გეშინიათ, თოვლის ბაბუა ახალს მოგიტანთ.

ჟურნალ-გაზეთები – რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო თავის დროზე, თუ წლის განმვლობაში დიდი რაოდენობით დაგროვდა, აუცილებლად თავიდან უნდა მოიცილოთ. ნაგავში ნუ გადაყრით. ქალაქში მაკულატურის ჩამბარებელი პუნქტი არსებობს, სადაც ძველი ქაღალდების სანაცვლოდ ახალ წიგნებს გაჩუქებენ.

ერთი სიტყვით, ერთ დღეს მოიცალეთ, და სახლს ყურადღებით “ჩამოუარეთ”. მიჩვეული, მაგრამ უსარგებლო ნივთები დაუნანებლად გააძევეთ ოჯახიდან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობა გრძელდება” – საქართველოს სახალხო დამცველი
  • პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
  • შეიცვლება თუ არა ამინდი – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge