მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
„მიმდინარე კვირაში ზოგადი კონფიგურაცია მეტეო რუკაზე ფაქტობრივად ძალიან ჰგავს ,,პატარა ზაფხულს”, საქართველო დიდწილად ექვემდებარება ანტიციკლონს, რომელიც უმეტესად მზიანი ამინდით გვახარებს.
მოდით კონკრეტულად განვიხილოთ როგორი კვირა გველოდება წინ:
დღეს მზიანი და თბილი დღე რომ გვაქვს ისედაც ვხედავთ, ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
ხვალ, სამშაბათს დილა და შუადღე ყველგან უნალექო იქნება, მხოლოდ საღამოსა და ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა +24 გრადუსამდე იქნება, ყოველი შემთხვევისთვის, ხვალ თან იქონიეთ მსუბუქი მოსაცმელები.
ოთხშაბათს დილა შესაძლოა გვქონდეს ღრუბლიანი, ზოგან მცირე წვიმით, მაგრამ შუადღე უკვე მზიანი იქნება.
ხუთშაბათიდან კი ანტიციკლონის ზემოქმედება უფრო გაიზრდება და კვირის ბოლომდე, მათ შორის შაბათ-კვირასაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დასავლეთში +28 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი +24 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში , ასევე პერიოდულად იქროლებს თბილი აღმოსავლეთის ფიონი, რაც შემოდგომის ამ დიდებულ ამინდებს კიდევ უფრო მშვენიერ გახდის.
იმედია, რომ კარგი ამინდით თქვენი განწყობა ავამაღლე… გისურვებთ ბედნიერებას“ – წერს კობა ფარტენაძე.