ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
გამახვილდება ინტუიცია. კარგია სარემონტო-სამღებრო სამუშაოები, ტექნიკის შეძენა, გეგმების დასახვა. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ძოწი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, ვენები.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
სამშაბათი
ნუ იჩქარებთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღება-გაცემას. კარგია იურიდიული საქმეები, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ იისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემა, თვალები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ საიდუმლო საქმეებს, კარგია უცხოელებთან ურთიერთობა, მგზავრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, კაპიტალდაბანდება. ატარეთ მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, ყვითელი, ფირუზისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გიაცინტი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ სესხის აღება-გაცემას, საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას. კარგია საყიდლების გაკეთება. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, წითელი, ყვითელი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, მარჯანი, ამეთვისტო, გიშერი, ლალი, იაგუნდი ან ძოწი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, ტერფები, ლიმფური სისტემა.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
პარასკევი
არ ვარგა ქორწინება, საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა. კარგია მგზავრობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან გიშერი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს, ცდუნებები, შეცდომების დაშვების ალბათობა. მშვიდად გაატარეთ დღე. მოერიდეთ ხალხის მასებს, ახალი საქმის დაწყებას, ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას, რისკს და სულსწრაფობას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ბუნებასთან კონტაქტი. ატარეთ ბეჟი, მწვანე, ლიმონისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, გიშერი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის
კვირა
დღევანდელი მთვარის დაბნელების დღეს მოერიდეთ მგზავრობას, ნურაფერს დაგეგმავთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა. ატარეთ ბეჟი, მწვანე, ცისფერი, ლიმონისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, გიშერი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის