Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი“ – რა წერია წერილში, რომელიც „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულმა ქართველმა ებრაელმა გოგონამ 17 წლის ასაკში დაწერა

October 23, 2023
„ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი“ – რა წერია წერილში, რომელიც „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულმა ქართველმა ებრაელმა გოგონამ 17 წლის ასაკში დაწერა

ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმისას, ქართველი ებრაელი გოგონა, თამარ გოლდბერგი, ღაზასთან ახლოს მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გასულ დღეებში მისი დაღუპვა დადასტურდა.

საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ, გოლდბერგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს, 23 წლის თამი (თამარ) კორსანტია-გოლდბერგს გამოვემშვიდობებით. თამის დედ-მამა ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ და 93 წელს ლტოლვილებად ქცეულები ისრაელში რამდენიმე თვის ჩვილთან, თამის უფროს დასთან ერთად, გაემგზავრნენ.
7 ოქტომბრის დილას, თამი სამ მეგობართან ერთად ტერორისტებს ემსხვერპლა. ოჯახთან ერთად, ჩვენც იმედიანად ვიყავით, რომ თამი გატაცებულთა შორის იქნებოდა და ძალისხმევა არ დაგვიკლია სამძებრო და შემდეგ, გამოხსნის საშუალებებით და ქმედებებით. თუმცა, პარასკევს მისი იდენტიფიკაცია მოხდა.
გუშინ მამამ 2015 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში თამის მიერ ინგლისურად გალექსილი ნააზრები მიჩვენა.
ქართულად, მოკლედ ასე ჟღერს:
შენთვის; ჩვენთვის;
გარშემომყოფთათვის;
ცოცხალთა და მკვდართათვის;
უპოვართა და ყოვლისმქონეთათვის;
შენი საკუთარი თავისთვის!..
შეიწყნარე განსხვავებული,
აღიარე შეცდომები,
ეგოგმანე სიყვარულს,
გახსენი გონება და იცხოვრე!
ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი. ამის შემდეგ 7 წლის თავზე, თამი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში ატარებდა თავისუფალ დროს, სიძულვილით გონება და სულდაბინდული ორგანიზებული ტერორის მსხვერპლი გახდა.
თამის დაკრძალვა 15:30 საათზე, რიშონ ლეციონის “განეი ესთერ”-ის სასაფლაოზე შედგება.
დღეს, თამის ისრაელი და საქართველო ერთად დატირის!“, – აღნიშნულია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია…“ – ვისზე საუბრობს იაგო ხვიჩია
  • დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანება გასცა
  • რა შედეგით დასრულდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას შეხვედრა – ელენე ხოშტარიას განმარტება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge