ნასაკირალის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ „გურია ნიუსი“ ახალ დეტალებს ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი პირები ჩოხატაურიდან ოზურგეთში გეგმურ დიალიზზე მიდიოდნენ.
„ორი ავტომობილი შეეჯახა. დღეს, დაახლოებით დილის საათებში.
როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფები პირები გეგმურ დიალიზზე მიდიოდნენ”, – ამბობს ზემოაღნიშნული მედიის წყარო.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ოზურგეთის “მედალფაში” გადაიყვანეს.