“ჩემი ოცნების ქორწილი იყო. ხელი მოვაწერე და წავედი რეპეტიციაზე. თეთრი კოსტიუმი მეცვა და კედები“ – თქვა რუსკა მაყაშვილმა. „რეპეტიციაზე რომ წავედი, ორი კვირა არ მინახავს, იმიტომ, რომ იქ მეძინა, იმდენს ვმუშაობდი“ – იხსენებს მსახიობი. რუსკამ აღნიშნა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქორწილი არ ჰქონია, ზაფხულში თაფლობის თვე მეუღლესთან ერთად გერმანიაში გაატარა და ამ პერიოდს კარგად იხსენებს.
რუსკა მაყაშვილმა და სანდრო ნიჟარაძემ 7 წლის წინ იქორწინეს. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ.