Sunday, August 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

12 წლის ანას გარდაცვალების საქმე – სასამართლომ ექსპერტი 2 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

October 19, 2023
12 წლის ანას გარდაცვალების საქმე – სასამართლომ ექსპერტი 2 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

12 წლის ანას გარდაცვალების საქმე – მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და დაკავებული სამხარაულის ექსპერტი 2 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

სამხარაულის ექსპერტის წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული. პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი დიღომში გარდაცვლილი გოგოს დედა უფლებადამცველთან ერთად პროკურატურაში დაიბარეს.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახი და უფლებადამცველი ექსპერტის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ანი იანუშაიტიტეს დედა ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში დავით გრიგოლია მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა, რადგან ბიოლოგიური ექსპერტიზა თვენახევრის შემდეგ ჩატარდა.

“იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შვილი და ამ 4 შვილს ჭამა უნდა, თუმცა სასექციო მაგიდაზე 12 წლის ბავშვი, რომ ეწვინა მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ეს ის ბავშვია, ამ ბავშვის მკვლელი, რომ ვიპოვო მეტად ფრთხილი და მონდომებული უნდა ვიყო და მეტად სენსიტიური უნდა ყოფილიყო…დაკარგა და შემდეგში ვიტყვი რაც დაკარგა, დააობა და სადაც შეეძლო არ აიღო და ჩათვალა, რომ არ ევალებოდა. ” – ამბობს 12 წლის ანის დედა.

შეგახსენებთ, რომ “უფლებები საქართველომ” 5 ივლისს განაცხადა, რომ 12 წლის გოგოს საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებული იყო, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

“უფლებები საქართველოს” იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღევანდელი ბრძოლა არის ის, რომ 100 000 რუსი შემოედინება ამ ქვეყანაში, ისე, რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს” – სალომე ზურაბიშვილი
  • რუსი აქტივისტი დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს, დღის პირველ საათზე დატოვებს და მესამე ქვეყანაში გაემგზავრება
  • აფხაზი ბლოგერის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს – მათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge