Monday, March 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სესხი ვერ გადაიხადეს, რადგან მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპათ… გამოსახლების დროს ოჯახის წევრებმა გონება დაკარგეს” – უმძიმესი ამბავი ქობულეთიდან

October 19, 2023
მსხვერპლით დასრულებული უმძიმესი ავარია: “ორსულ გოგოს, რომელიც გლდანში მანქანამ გაიტანა, ერთი წლის შვილი დარჩა”

„გუ­შინ ჩაქვში, სო­ფელ გორ­გა­ძე­ებ­ში (ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მო­რი­გი პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­სახ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო, თუმ­ცა შექ­მნი­ლი მძი­მე გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, ეს პრო­ცე­სი 1 თვით გა­და­ი­დო.

რო­გორც AMBEBI.GE-ს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე უყ­ვე­ბა, იპო­თე­კით და ბან­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი დი­დია, პრობ­ლე­მა მა­სი­უ­რია და მარ­ტო ქო­ბუ­ლეთ­ში 200-მდე ოჯა­ხი ელო­დე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბას.

“ბოლო დროს, აჭა­რა­ში, კერ­ძოდ, ქო­ბუ­ლეთ­ში მა­სი­უ­რად ჩა­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­სახ­ლე­ბე­ბი – იპო­თე­კით და ბან­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ყვე­ლა ოჯახს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აქვს, ზოგს მე­ვახ­შეს­თან, ზოგს – სა­ბან­კო სექ­ტორ­თან. ბოლო პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­მო­სახ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა გუ­შინ იყო ჩაქვში, რო­მე­ლიც სხვე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბო­და, რომ გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით არა აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია, არა­მედ შსს-ს აჭა­რის სამ­მარ­თვე­ლო, ქო­ბუ­ლე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო მთლი­ა­ნად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. საქ­მე იმა­შია, რომ გორ­გი­ლა­ძე­ე­ბი, თა­ვის დრო­ზე, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ა­სახ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ოჯახს სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რად არ გა­აჩ­ნდა (ოჯახ­ში მძი­მე ავად­მყო­ფი და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია), ისევ შე­ვიდ­ნენ მათ სახ­ლში, რის გა­მოც სს საქ­მე სხვის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში შეჭ­რის მუხ­ლით აღიძ­რა. ეს სახ­ლი გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი იყო ვინ­მე და­ვით მე­ლი­ქი­ძე­ზე (რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­ვახ­შეა), მან უჩივ­ლა გორ­გი­ლა­ძეს და გა­მო­სახ­ლე­ბა უკვე შსს-ს ფუნ­ქცი­ა­ში იყო, აღ­სრუ­ლე­ბას აღარ ეხე­ბო­და.

გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე, გორ­გი­ლა­ძე­ებ­თან გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით მო­ვი­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და ოჯა­ხის უფ­როსს – გია გორ­გი­ლა­ძეს აც­ნო­ბეს, რომ იძუ­ლე­ბით უნდა გა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნათ. თუმ­ცა, რამ­დე­ნიც გა­მო­სახ­ლე­ბა და­ი­წყო, იმ­დენ­ჯერ ოჯა­ხის 2 წევ­რი ისე ცუ­დად გახ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გეს და სა­ჭი­რო გახ­და სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი და მო­სახ­ლე­ო­ბა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­სახ­ლე­ბა შე­ა­ჩერ­და და 1 თვით გა­და­ი­დო, ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი ისე ცუ­დად შე­იქ­ნა, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და.

გია გორ­გი­ლა­ძემ 25 ათა­სი დო­ლა­რი აიღო მე­ვახ­შის­გან, ოჯახს ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ დათ­ქმულ დრო­ში მან სეს­ხი ვერ გა­და­ი­ხა­და იმის გამო, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად 16 წლის გო­გო­ნა და­ე­ღუ­პა.
ამ ტრა­გე­დი­ას მერე პან­დე­მია და­ერ­თო და ოჯა­ხი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ახლა მე­ვახ­შე 25 ათა­სის ნაც­ვლად 45 ათას დო­ლარს ითხოვს. ოჯა­ხი თა­ნახ­მაა, რომ სახ­ლი 3000კვმ ფარ­თის მი­წის ფარ­თით გა­ი­ყი­დოს.

გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის გარ­და, 3 ნო­ემ­ბერს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კი­დევ ერთი გა­მო­სახ­ლე­ბა იგეგ­მე­ბა – თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლი ზღვის­პი­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობს, ისიც გორ­გი­ლა­ძეა. ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ბეჟა­ნი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბაც, რომ­ლის ამ­ბა­ვიც თქვენ უკვე გა­ა­შუ­ქეთ (მა­თაც 1 თვის ვადა მის­ცეს). ვინ მოს­თვლის, რამ­დე­ნია ასე­თი, ეს პრობ­ლე­მა მა­სი­უ­რია და მარ­ტო ქო­ბუ­ლეთ­ში 200-მდე ოჯა­ხი ელო­დე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბას. ძი­რი­თა­დად, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ თავს იწო­ნებს, რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მი ჰყვა­ვი­სო, ასე არ არის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის წელს არ იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი, დიდ­მა სას­ტუმ­რო­ებ­მა მათი ბიზ­ნე­სი გა­დაყ­ლა­პა და წლე­ვან­დე­ლი წლის გამო კი­დევ უფრო მეტი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გვე­ყო­ლე­ბა. ეს ხალ­ხი უსახ­ლკა­როდ რჩე­ბა და აჭა­რის მთავ­რო­ბას უნდა შე­ვახ­სე­ნოთ მათი და­პი­რე­ბა, რომ გას­ცემ­დნენ გრძელ­ვა­დი­ან და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ან სეს­ხებს, რათა არც სა­ბან­კო სის­ტე­მა და არც ხალ­ხი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ყო. მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე რიჟ­ვა­ძე დღემ­დე იპო­თე­კით და ბან­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჯგუფს არ შეხ­ვედ­რია, გან­სხვა­ვე­ბით მისი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან, რო­მე­ლიც ხვდე­ბო­და და შუ­ამ­დგომ­ლობ­და მა­ინც ადა­მი­ა­ნებს. ეს არა­ფერ­ში ერე­ვა, სხვა ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში ტრი­ა­ლებს და წყალ­ში კუნ­ძულს აკე­თებს“.

წყარო: AMBEBI.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კუს ტბაზე ხე წაიქცა და შენობას დაეცა
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ასახელებს ქვეყნებს და ტერიტორიებს, რომლებსაც “ირანის რეჟიმი თავს დაესხა”

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge