დმანისის სოფელ იფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ იფნარში საუბრობენ, რომ ავარიის შედეგად გარდაიცვალა 1951 წელს დაბადებული შ.ჰ და მისი შვილიშვილი, 1998 წელს დაბადებული ჩ.ჰუსეინოვი.
ავტომობილის მძღოლმა, 23 წლის ჩ.ჰ-მა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 1951 წელს დაბადებული შ.ჰ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.