ინდოეთში, გუჯარატის შტატში სატვირთო ავტომობილმა გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა, 15 მუშა გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
მისი ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა საჭეზე კონტროლი ტრაქტორთან შეჯახების შედეგად დაკარგა. გზის პირას მძინარე მუშები რაჯასტანის შტატის მკვიდრები იყვნენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.