“რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმ დღის მერე, როგორც კი გიორგიმ გააჟღერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა… საქმე აქამდე რომ მისულიყო, ამის არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ. ვერც უბედავდნენ, როცა ხედავდნენ, ხელს კანკალით ართმევდნენ… სალომესთან, ალბათ, კიდევ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა…” – ამბობს ყოფილი პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა…
როგორც ცნობილია, მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მაკა ჩიჩუამ “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა:
– ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ რაღაც გაურკვევლობაში მივედინებით. ვერ გეტყვით, რა არის ეს, საერთოდ, რაში ეწერება. სადღაც ბნელი ძალებისკენ, რუსეთისკენ მივდივართ და რუსეთი საით მიდის, ეგ კიდევ ღმერთმა უწყის. ძალიან დიდ გაუგებრობაში ვართ მოყოლილი…
პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა – ყველაფერი სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა
– გიორგი მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას ერთმანეთს ადარებთ?
– არ ვადარებ, მაგრამ აშკარად ჩანს, თუ შენ რაღაცაზე პრინციპულად შენი ინდივიდუალური აზრი დააფიქსირე, შენი მტრები ხდებიან. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. მომენტალურად ლანძღვაზე გადაინაცვლეს. ეს ყველაფერი ცირკს ემსგავსება. ცირკი ისედაც არასოდეს მიყვარდა და ეს კიდევ ცუდი ცირკია. რა მოვლენებსაც ვუყურებთ, სხვა სახელი არ ჰქვია… არც პოლიტიკური მოვლენაა, არც საზოგადოებრივი, საზოგადოების დაცინვაა, მასხრად აგდება, გაყვლეფა, ქვეყნის უზურპაცია, თავიანთი პირადი მიზნებისთვის გამოყენება… ამ დროს ქვეყანა იღუპება – მთლიანობაში მხოლოდ ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო… განაგრძეთ კითხვა
