სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა.
ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლებში წაღების კურთხევა მისცა. ამასთან, პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
„დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.
დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში კორონავირუსის პანდემიის გამო, დღეს ტრადიციული საყოველთაო ნათლობა არ ტარდება.