Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ახლა ამათზე მეთუთქება გული… დღეს ზანდუკელზე შემხვდა ერთი კურიერი, თან, ეტყობა ფეხი სტკიოდა, ცოტათი კოჭლობდა კიდეც..” – თეა გვასალია

October 18, 2023
“ახლა ამათზე მეთუთქება გული… დღეს ზანდუკელზე შემხვდა ერთი კურიერი, თან, ეტყობა ფეხი სტკიოდა, ცოტათი კოჭლობდა კიდეც..” – თეა გვასალია

“ახლა ამათზე მეთუთქება გული… დღეს ზანდუკელზე შემხვდა ერთი კურიერი, თან, ეტყობა ფეხი სტკიოდა, ცოტათი კოჭლობდა კიდეც..” – ამის შესახებ ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჯერ ველოსიპედით მოძრავ, „გლოვოს“ კურიერებს რომ ვხედავდი თბილისის აღმართებზე, მათი ცოდვით არ ვიყავი და ამ ბოლო დროს, ფეხით მიმავალი, ზურგზე იმხელა ყუთმოკიდებულები რომ მხვდებიან ყოველ ნაბიჯზე, ახლა ამათზე მეთუთქება გული. დღეს ზანდუკელზე შემხვდა ერთი, თან, ეტყობა ფეხი სტკიოდა, ცოტათი კოჭლობდა კიდეც. ზანდუკელის ამოვლა უტვირთოდაც რა დამღლელია და იმ საწყალ ბიჭს ალბათ როგორ უჭირდა. ასეთ დროს, აწმყო რომ მთრგუნავს, მომავალი კი კაცმა არ იცის რას გვიმზადებს ამ დაძაბულ, სიძულვილით და ომებით სავსე სამყაროში, ჩემს ლაღ, მზით გაჩახჩახებულ და მშვიდ ბავშვობას მივადგები ხოლმე თავშესაფრის თხოვნით და ისიც სიამოვნებით მიღებს, თავის დროზე დიდური თავგადასავლების ძიებაში იმ ბედნიერი სამყაროდან თავქუდმოგლეჯით გაქცეულს.
დღეს, წარსულში დასაბრუნებლად, თვალების დახუჭვაც არ დამჭირვებია, სადაც მივდიოდი, იმ მარშრუტს გადავუხვიე და ნახევარი საუკუნეა ფეხი რომ არ შემიდგამს, იმ სახლს მივადექი. ვერის უბნის რელიეფს გამო, მშენებლებმა მისი ათვისება, რაც თანამედროვე ქართულ ურბანისტიკაში, უსახური, მრავალსართულიანი კორპუსების ერთიმეორის გვერდით ჩაჭუჭკვნას ნიშნავს, მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოახერხეს. ზანდუკელზე, ჩემს ბავშვობაში რომ ჯავახიშვილი ერქვა, ხელი არავის უხლია სახლისთვის, რომლის მეორე სართულზე ბებიაჩემი და მამიდაჩემი ცხოვრობდნენ, როცა ეს უკნასკნელი სტუდენტი და შემდეგ ასპირანტი იყო. იმ წლებში მე ვიყავი ძალიან პატარა, ალბათ ბაღშიც არ დავდიოდი, მაგრამ გადასარევად მახსოვს იმ სახლის სუნი, ხის კიბეებიდან რომ იწყებოდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, 2023 წლის თბილისიდან „გაქცეულმა“, წინა საუკუნეში დასაბრუნებელი კარი რომ შევაღე და სუნიც და კიბეებიც იგივე დამხვდა.
გარეთ იყო ის, რაც მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ: „გლოვოს“ კოჭლი კურიერი და ბოლო გამოშვების „ლექსუსში“ გაჯგიმული რომელიმე ბაზრობის, სასაფლაოს ან რესტორნის დირექტორი, „ანტრედან“ გამოსული უცხოელი და ქუჩის კუთხეში ხელგაშვერილი მოხუცი მათხოვარი, ბავშვებით სავსე, უძვირესი კერძო სკოლის ავტობუსი და დედა, რომელიც ღამით უნდა გაეპაროს მძინარე შვილებს და უცხო ქვეყანაში, ალცჰაიმერიან სხვის მშობლებს უცვალოს პამპერსები. შიგნით იყო გასული საუკუნე და ხის მოხვეული კიბე, რომლის ყოველი საფეხური, მზით გამთბარ დიდ ოთახთან მაახლოვებდა, სადაც ბებიაჩემი სახაჭაპურე ყველს ფშვნიდა, ჩემი ლამაზი მამიდა კი თავის შეკერილ, „დოლჩე გაბანას“ რომ შეშურდებოდა, ისეთ ვარდებიან კაბას მაცვამდა, თავისივე მოგონილ, ორიგნალურ ვარცხნილობას მიკეთებდა და სასეირნოდ მივყავდი. გარეთ იყვნენ მოკლული, ჩამოგდებული, დაჭერილი და საიმპიჩმენტოდ განწირული პრეზიდენტები, ნაცები და ქოცები, „ამოწყდი“ და „გადადექი“, შიგნით ვიყავი მე და გარეთ გამოსლა არ მინდოდა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge