კურო
თუ დიდი ხანია, რაიმეს გაკეთება ძალიან გინდათ, მაგრამ ამისთვის დრო, ენერგია და მოტივაცია არ გყოფნიდათ, მაშინ ოქტომბერში ვარსკვლავები, ფაქტობრივად, გაიძულებენ, რომ მიზნისკენ ნაბიჯი გადადგათ და თქვენი ოცნება 2024 წელს აღარ გადაიტანოთ. თვის ბოლომდე საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი გექნებათ. თქვენი ყველა წამოწყება წარმატებით დასრულდება. მიიღებთ საინტერესო შეთავაზებებსაც, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ. ამიტომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დაიწყეთ იმის განხორციელება, შესწავლა, რაც სულ გინდოდათ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ქალწული
ასტროლოგების თქმით, მალე სამსახურში და უფრო კი, განათლების მიმართულებით ძალიან გაგიმართლებთ. შესაძლოა, ზუსტად ის შეთავაზება მიიღოთ, რაზეც სულ ოცნებობდით. ახლა განვითარების ყველა შანსი გაქვთ. მთავარია, პასუხისმგებლობების აღების, ინიციატივის გამოჩენის, თქვენი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის არ შეგეშინდეთ. სხვა მხრივ, იღბალი თქვენ მხარესაა!
თევზები
ბოლო პერიოდები შესაძლოა, თევზებისთვის ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ბევრი თქვენგანი, ალბათ, მომატებულ შფოთვას გრძნობდა და ფიქრობდით, რომ ყველა საქმემ ახლა ერთად მოიყარა თავი. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ოქტომბრის მეორე ნახევარი თქვენთვის, რთული დღეების შემდეგ ერთგვარ საჩუქრად გადაიქცევა და საკუთარი შრომისა და მონდომების შედეგს დაინახავთ. დიდი შანსია, რომ კარიერული თვალსაზრისით, თქვენს ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რაც დაწინაურებაშიც დაგეხმარებათ და ფინანსების ზრდასაც გამოიწვევს.
წყარო – “ბომონდი”