ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს აქვეყნებს:
„მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ შემოვუსხდებით ასე ცეცხლს, კიდევ ბევრჯერ გავუზიარებთ ქვეყნის ავან-ჩავანს ერთმანეთს და კიდევ ბევრჯერ წავალთ ბრძოლაში – საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის… და ვისაც ბრძოლა მხოლოდ იარაღით ხელში ტყვიების წვიმა გგონიათ – სცდებით – ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის – ღირსეული საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, პატარავდება, ცოტავდება და მორალურად ნადგურდება – სადაც ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი კაცს… ბოდიში სიმართლისთვის….
P.S. თემოს ჯანმრთელობაში არაფერი შეცვლილა, სტაბილურ სიმძიმეს ვინარჩუნებთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჟანგბადის აპარატზე მიერთებული, გათიშული ფილტვის ამუშავებისა…“