Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

October 17, 2023
გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გარდაიცვალა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სახელმწიფო და დარგობრივი პრემიების ლაურეატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ოთარ ლიპარტელიანი.
ოთარ ლიპარტელიანმა 1955 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი, 1956 წელს სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა. 1960 წელს მას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.
1985 წელს ბატონმა ოთარმა, ქ. ხარკოვში იურევის სახელობის მემცენარეობის, სელექციის და გენეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და 1986 წელს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1990 წელს, პროფესორის წოდება.
XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ბატონი ოთარი მოღვაწეობდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მარცვლოვანი კულტურების, გასაკუთრებით კი სიმინდის გენეტიკის, სელექციის და მეთესლეობის საკითხების გადასაწყვეტად. ის საქართველოში სიმინდის სელექციაში პირველ ხაზთაშორისი ჰიბრიდების ავტორად ითვლება. მან პირველმა შეაგროვა სიმინდის ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი (244 ნიმუში), შეისწავლა ისინი კომბინაციური უნარიანობის მიხედვით, სტერილურობის მიმართ რეაქციის თვალსაზრისით და ამ მხრივ პირველმა მოგვცა მათი ბოტანიკური და გენეტიკური კლასიფიკაცია. მის მიერ მოძიებული და დაცული სიმინდის გენეტიკური რესურსები წარმატებით გამოიყენება სელექციაში ახალი ჯიშების და ფორმების მისაღებად.
ბატონი ოთარ ლიპარტელიანი 200-მდე სამეცნიერო შრომის ავტორია, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებში, მათ შორის 7 მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, 13 რეკომენდაციის. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და წარმოებაში დანერგილია მარცვლოვანი კულტურების 25 ჯიში. მათ შორის: ხორბლის 2 ჯიში; სიმინდის 15 ჰიბრიდი და 1 ჯიში; ქერის 4 ჯიში; ლობიოს 1, მუხუდოს 1 და ოსპის 1 ჯიში. აქედან, სიმინდის 1 ჯიში და 2 ჰიბრიდი დარეგისტრირებულია უცხოეთშიც.
გამოაკლდა ჩვენს რიგებს ღვაწლმოსილი მეცნიერი, მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელიც დიდხანს დარჩება მისი კოლეგების, მეგობრების და ახლობლების გულში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული მეცნიერის, ბატონ ოთარ ლიპარტელიანის გარდაცვალების გამო” – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge