გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სობოსში, 39 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
„მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები მამამ ნაჯახით მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.