„ჰარალდ ლურჯკბილა ყველაზე ცნობილია ვიკინგების წინამძღოლებს შორის. ცნობილია, რომ საკუთარი ზეობისას, 958 წლიდან 985 წლამდე, მან დანიის ხალხები გააერთიანა.
როგორც ირკვევა, მას წინ უძღოდა კიდევ ერთი გამორჩეული მონარქი, რომელიც ვიკინგების რუნულ წარწერებიან ქვებზე უფრო ხშირად არის მოხსენიებული, ვიდრე თავად ლურჯკბილა: დედამისი, სახელად თირა.
დანიის ჩვენთვის ცნობილი პირველი დედოფლისადმი მიძღვნილი რუნული ქვების ორი ჯგუფის ანალიზები მიუთითებს იმის შესაძლებლობაზე, რომ ოდესღაც თირა შეიძლება იმაზე უფრო სათაყვანებელი იყო, ვიდრე ლურჯკბილა ან თავის ქმარი, გორმ მოხუცი, რომლის სახელიც მხოლოდ ერთ ქვაზეა შემორჩენილი.
იმ დროის სწავლულთა თანახმად, თირას მმართველობისას განივრცო დანევირკეს საფორტიფიკაციო ნაგებობები, რამაც წარმატებით შეაკავა გერმანელთა შემოჭრა.
ამას გარდა, მისი ისტორია ცოტა არ იყოს, იდუმალებით არის მოცული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყვნენ მისი ოჯახის წევრები, საიდან მოვიდნენ ან რანაირად იყო ის დედოფალი…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე