Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„არ სურდა დარჩენა, მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინეს, მათი აზრით, ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა“ – მოკლული გოგოს ბებია

October 16, 2023
„არ სურდა დარჩენა, მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინეს, მათი აზრით, ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა“ – მოკლული გოგოს ბებია

საგარეჯოში ქმრის მიერ მოკლული 14 წლის გოგონა დაკრძალეს.

მკვლელობისთვის დაკავებულია ქმარი, იძულებით გათხოვებისთვის დედა და ბიძა, დანაშაულის დაფარვისთვის მეორე ბიძა და ბიძაშვილი – გამოძიება გრძელდება.

ბებიის ჩვენების საფუძველზე, გისოსებს მიღმა შესაძლოა ოჯახის სხვა წევრებიც აღმოჩნდნენ.

„კურიერი P.S.“-მა ექსკლუზიურად მოკლულის ბებიის ჩვენება მოიპოვა. სწორედ ბებიაა ის, ვინც შვილმოკლული დედა ამხილა და თქვა, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, გოგო დედამ მშობლიურ სახლში არ დააბრუნა.

„ჩემი შვილი ნატიკ მაგარამოვი არის მწყემსი. იგი მუშაობდა ალიმ სადიკოვთან. შარშან გავიგე რომ ჩემს მეორე შვილს, ეგანა მაგარამოვას სურდა მისი შვილის აითაჯის ალიმ სადიკოვზე გათხოვება. იმ პერიოდში ბავშვი მხოლოდ 13 წლის იყო. უნდოდა თუ არა გათხოვება – აითაჯისთვის დედამისს არაფერი უკითხავს.

მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას და აითაჯს შეხვდა ალიმ სადიკოვი და მალევე გაქრნენ მისი თვალთახედვიდან. აითაჯმა იმ დღეს დედას ვიღაცის ტელეფონიდან დაურეკა, და უთხრა, რომ გამოპარული საგარეჯოში იმ სახლიდან, სადაც სადიკოვმა წაიყვანა. საუბრის დროს აითაჯი ტიროდა და დედას სთხოვდა შველას. ეგანა კახეთში ძმებთან ერთად წავიდა. გადაწყვიტეს, რომ აითაჯი დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება იქნებოდა ოჯახის სირცხვილი.

აითაჯს არ სურდა დარჩენა. მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინეს, რადგან ბავშვს მათი აზრით, ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა“, – ამბობს ბებია ჩვენებაში.

აითაჯ შახმაროვა გამონაკლისი არ არის. მხოლოდ 2020-2022 წლებში, 400-ზე მეტი ბავშვი იძულებით გაათხოვეს. უმეტესმა მათგანმა სკოლაში სიარული შეწყვიტა და განათლებასა და განვითარებაზე უარი თქვა“.

წყარო: „კურიერი P.S.“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა
  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge