ისრაელის მთავრობის ცნობით, ბოლო მონაცემებით „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1400-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
რაც შეეხება ღაზას, პალესტინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვისას 2300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
