“ემიგრანტების სახელით ვთხოვ მთავრობას, რომ რაღაც გააკეთონ…” – ამის შესახებ “მთავარ არხს” ისრაელში მყოფმა ქართველმა განუცხადა.
“ხვალის ბილეთის ფასი არის 770 დოლარი. რატომღაც ფიქრობენ, რომ რადგან ისრაელში ვართ, ხელფასები შედარებით დიდია სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ ფული გვაქვს, მზად ვიყავით ამისთვის და ავდგეთ და წამოვიდეთ. პრობლემა არის იმაშიც, რომ დავბრუნდეთ, ბევრს აქვს ბანკის ვალი და დაბრუნების ეშინიათ, რადგან ნახევარზე მეტი დარჩება ქუჩაში. ქართველი ემიგრანტების სახელით ვთხოვთ მთავრობას, რომ იზრუნონ, რაღაც გააკეთონ….დაამატონ რეისები, წესით უფასოდ გეკუთვნით, წესით, რომ მოემსახუროთ ხალხს ან რაღაც ისეთი თანხა იყოს, რომ შევძლოთ ბილეთი ყიდვა და სახლებში დაბრუნება” – ამბობს ისრაელში მყოფი ქართველი.
წყარო – მთავარი არხი.