Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბრინჯის სამკურნალო თვისებები

October 13, 2023
ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ბრინჯი არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა (ცელიაკია, ნაწლავური ინფანტილიზმი) სჭირს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტთა აქტიურობა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომ გლუტენის შემცველმა ფაფამ შესაძლოა, მათ ორგანიზმში პროვოცირება მოახდინოს.

დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზედმეტი წონის პრობლემა გვაწუხებს. ბრინჯში ძალიან ცოტაა ნატრიუმი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს, სამაგიეროდ, მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. თუ კვირაში ერთხელ მაინც მოაწყობთ „ბრინჯის დღეს“, მოიცილებთ ზედმეტ სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს.

ბრინჯი დიეტური პროდუქტია და სასწაულმოქმედი თვისება აქვს. მეცნიერული გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ დაუმუშავებელი ბრინჯის რეგულარული მოხმარება ინტელექტსა და მეხსიერებას აუმჯობესებს. ბრინჯი ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსის ნორმას არეგულირებს.

ის შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც ადამიანს უნარჩუნებს მხნეობას და უხანგრძლივებს სიცოცხლეს. ის საუკეთესო გამაჯანსაღებელი საშუალებაა, წმენდს სისხლძარღვებს, სახსრებს, ღრუებსა და ორგანიზმის ქსოვილებს სხვადასხვა არაორგანული და პათოლოგიური დანალექისგან.

ბრინჯის მარცვლები ამუშავებს ორგანიზმის თვითგაწმენდის მექანიზმს, წიდები იწყებს გამოსვლას შარდისა და ფეკალური მასის მეშვეობით. უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში აღარ გროვდება სხვადასხვა მავნე ნივთიერება, არაორგანული მარილები, მეტაბოლიზმის პროდუქტები, ცხიმი.

ორგანიზმის პროფილაქტიკის მიზნით ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, დაასხით გაცივებული ანადუღარი წყალი. მჭიდროდ თავდახურული ქილა შედგით მაცივარში. ყოველ დილას ამოიღეთ 1 სადილის კოვზი ბრინჯი უმარილოდ მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში და მიირთვით უზმოზე. ქილაში დარჩენილი წყალი გადაღვარეთ ხელახლა დაასხით გაცივებული ანადუღარი წყალი და შედგით მაცივარში. ასე გააკეთეთ, სანამ ბრინჯი დამთავრდება.

ბრინჯი ბავშვთა კვებისთვის 5-6 თვიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ გახსოვდეთ, ჩენჩოიანი ბრინჯი ბავშვს ადრეულ ასაკში არ უნდა მივცეთ, რადგან პატარას კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის ის ძნელად მოსანელებელი საკვებია. 3 წლიდან კი შეგიძლიათ, გაასინჯოთ გარნირების სახით ან სალათების შემადგენლობაში.

თუ პატარას ნაწლავთა შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება, მხოლოდ ბრინჯს ნუ მისცემთ, შეეცადეთ ბრინჯის ფაფა თუ დესერტი ხილთან ან გოგრასთან ერთად შესთავაზოთ.

შეგახსენებთ, ბრინჯში დიდი რაოდენობით ნახშირწყალია, განსაკუთრებით სახამებელი, ამიტომ თუ თქვენი ბავშვი ჭარბი წონისაკენაა მიდრეკილი, ბრინჯის ხშირი მიცემა კარგი გადაწყვეტილება არ იქნება, შეეცადეთ რაციონში ის სხვა ბურღულს შეანაცვლოთ ხოლმე.
წყარო:თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge