Wednesday, February 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყურძენს შეუძლია შეამციროს ოქსიდაციური სტრესი და გააუმჯობესოს მხედველობა

October 13, 2023
ყურძენს შეუძლია შეამციროს ოქსიდაციური სტრესი და გააუმჯობესოს მხედველობა

ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში
ნახევარმა ჭიქა ყურძნის მარცვალმა შეიძლება გააუმჯობესოს ასაკთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემები.

დასკვნების მიხედვით, ყურძნის ყოველდღიურმა მოხმარებამ შეიძლება გააუმჯობესოს მაკულარული დეგენერაციის ბიომარკერი ხანდაზმულებში.

ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ოქსიდაციური სტრესი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

კვლევა იყო რანდომიზებული. შეისწავლეს ყურძნის პოტენციური სარგებელი ადამიანის მხედველობისთვის ხანდაზმულ პოპულაციაში.

მაკულარული დეგენერაცია ვითარდება მაკულაში, ბადურის ცენტრალურ ნაწილში და ძირითადად გვხვდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ეს მდგომარეობა ადამიანებში ართულებს საგნების პირდაპირ დანახვას – თუმცა მათ შეუძლიათ დაინახონ საგნები, რომლებიც არ მდებარეობს ცენტრში.

კვლევის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Food & Function.

კვლევაში მონაწილეობდა 34 მონაწილე, რომლებიც ორ ჯგუფად დაყვეს.

16 კვირის განმავლობაში, ერთი ჯგუფი მოიხმარდა დღეში 1,5 ჭიქა ყურძენს. დანარჩენი პირები, იღებდნენ პლაცებოს. 16 კვირაში მკვლევარებმა დააფიქსირეს მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყურძნის მომხმარებელ ჯგუფში.

ყურძენი ხელს უწყობს ოქსიდაციური ოქსიდაციურ სტრესის წინააღმდეგ ბრძოლას

ოქსიდაციური სტრესი აზიანებს დნმ-ს, ცხიმოვან ქსოვილსა და ცილებს, რაც იწვევს სხვადასხვა პრობლემებს მთელ ორგანიზმში. ერთ-ერთი მათგანია მაკულარული დეგენერაცია.

მკვლევარები ყოველ რვა კვირაში ზომავდნენ მონაწილეთა ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ შესაძლებლობებს და საერთო ფენოლის შემცველობას. კვლევის დასასრულს, მკვლევარებმა დააფიქსირეს ანტიოქსიდანტური შესაძლებლობებისა და ფენოლის შემცველობის გაუმჯობესება იმ პირებში, ვინც ყურძენს მოიხმარდა.

ყურძენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა ფენოლური ნაერთები: კატექინი, კვერცეტინი, რესვერატროლი და ანტოციანინი), გარკვეული კაროტინოიდები (ლუტეინი და β-კაროტინი) და ვიტამინები. ამ ანტიოქსიდანტებმა შეიძლება ახსნას ყურძნის თვალის დამცავი ეფექტი ოქსიდაციური სტრესისგან.

რამდენი ყურძენი უნდა მიირთვათ დღეში?

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური მითითებები ყურძნის რაოდენობის შესახებ, რომელიც უნდა მოიხმაროთ, კვლევის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეში 1,5 ჭიქის მოხმარება სასარგებლო იქნება თვალის ჯანმრთელობისთვის.

თუმცა, ყურძნის ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქარი, განსაკუთრებით პრედიაბეტისა და დიაბეტის მქონე პირებში.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყურძენი, ისევე როგორც ბევრი ხილი, მდიდარია ბუნებრივი შაქრით. აუცილებელია ყურძნისა და სხვა მაღალი შაქრის შემცველი ხილის ზომიერად მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიაბეტი ან პრედიაბეტი გაქვთ.

ზოგადად, მიზანშეწონილია დაბალანსებული საკვების მიღება სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით, რათა ხელი შეუწყოთ თვალის ჯანმრთელობას.

წყარო: მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დავით კაკულია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველ განმარტებას აკეთებს
  • აღმოაჩინეს უძველესი ბაქტერია, რომელზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს
  • “ზეგ ისევ ვბრუნდები საქართველოში”- ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანა დატოვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge