ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას წინასწარმეტყველებას ხშირად განიხილავენ. წინასწარმეტყველმა წლების მიხედვით მთავარი საფრთხეების, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და კატასტროფების შესახებ დეტალურად აღწერა.
2024 წლისთვის ვანგამ თქვა, რომ დედამიწაზე კლიმატური კატასტროფები კიდევ უფრო გააქტიურდება. გამოჩნდება ძლიერი ქარიშხალი, ტორნადო, რომელიც ძალიან დიდ ზარალს გამოიწვევს. გარდა ამისა, წინასწარმეტყველმა თქვა, რომ წყნარი ოკეანის აუზში დამანგრეველი მიწისძვრები გააქტიურდება. შესაძლოა, იქ გიგანტური ასტეროიდი ჩავარდეს და დიდი წყალდიდობაც გამოიწვიოს.
ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2024 წელი განსაკუთრებით ცხელი იქნება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს. თუკი, 2023 წელს ძლიერმა სიცხემ ბევრი ადამიანი შეაწუხა, ვანგამ თქვა, რომ 2024 წელს ამასთან შედარებით, გაცილებით რთული მდგომარეობა იქნება.
2024 წლისთვის ბულგარელმა წინასწარმეტყველმა გლობალური კონფლიქტი იწინასწარმეტყველა, რომელიც შეიძლება, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდეს. ეს იმდენად მასშტაბური იქნება, რომ მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრად შემცირებას გამოიწვევს. ვანგამ ასევე ბირთვული კატასტროფაც იწინასწარმეტყველა, რომელიც ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით იქნება გამოწვეული.
2024 წლისთვის ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაც გამოქვეყნდა. მისი ბევრი წინასწარმეტყველება არაერთხელ გამართლდა, ამიტომაც ხშირად ამ ინფორმაციას განსაკუთრებით ელოდებიან.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანახმად, 2024 წლისთვის ჩინეთი მნიშვნელოვან გაფართოებას განიცდის და შესაძლოა სხვა ძალები დაჩრდილოს. ამრიგად, შეიძლება, ჩინეთი მსოფლიოს უპირობო ლიდერი გახდეს. 2024 წელს რევოლუციური სამედიცინო მიღწევების წინაშე დავდგებით. კერძოდ, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში განსაკუთრებული მიღწევები იქნება.
ნოსტრადამუსი ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ ხელოვნურ ინტელექტზეც საუბრობდა და ამბობდა, რომ 2024 წელს ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იქნება. მისი თქმით, რობოტები კაცობრიობას საკუთარ უპირატესობას დაუმტკიცებენ, ეს კი უამრავ სფეროში განსაკუთრებულ ცვლილებებს გამოიწვევს.
2024 წლისთვის ნოსტრადამუსი იდუმალი ვირუსის გამოჩენას წინასწარმეტყველებს. მას ძილის პანდემია დაარქვა. კაცობრიობა უცნაურ რეალობაში აღმოჩნდება, სადაც ადამიანებს ექნებათ ვირუსი, რომელიც ძილის დაუოკებელ სურვილს გამოიწვევს. ადამიანები ქმედითუნარიანობას დაკარგავენ, რეალობისა და სიზმრების გარჩევა გაუჭირდებათ.
2024 წელს ნოსტრადამუსმა დედამიწაზე უცხოპლანეტელების შემოჭრა ივარაუდა. უცხოპლანეტელების რასა უმაღლესი ტექნოლოგიით და ინტელექტით ჩამოვა, კაცობრიობა კი ამ მოვლენას სრულიად მოუმზადებელი შეხვდებაო.
წინასწარმეტყველის პროგნოზების მიხედვით, 2024 წელს გამოჩნდება ახალი სოციალური ქსელი, რომელიც ძალიან სწრაფად მიიპყრობს ადამიანების ყურადღებას, თუმცა მათ ფსიქიკაზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედებს და ქაოსს გამოიწვევს.
უზარმაზარი კომეტა, რომელიც იქამდე სპეციალისტებმა ვერ შეამჩნიეს, მზის სისტემაში შეაღწევს და სახიფათოდ მიახლოვდება ჩვენს პლანეტას. ამან კი, შესაძლოა, დიდი საფრთხე შექმნას.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, 2024 წელს მსოფლიო კიბერქაოსისა და ვირტუალური ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. კიბერშეტევების შედეგად, შესაძლოა, ინფრასტრუქტურა, სამხედრო სისტემები წყობიდან გამოიყვანონ. გააქტიურდებიან ჰაკერები და მიზნებს საკმაოდ დახვეწილი თავდასხმით მიაღწევენ. მეტიც, კიბერქაოსმა შესაძლოა, მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ომი რეალურ სამყაროშიც გამოიწვიოს და დაპირისპირების რისკი გაზარდოს.
ცნობისათვის, ნოსტრადამუსის 2023 წლის წინასწარმეტყველებიდან საკმაოდ ბევრი რამ ახდა. მაგალითად, მისი პროგნოზებით, 2023 წელს მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო შეტაკებები ელოდა. “ისლამური სახელმწიფოები ახალი ტერიტორიების დაპყრობას შეეცდებიან. ისლამისტები დიდ ტერიტორიებს თვითნებურად დაიკავებენ, მათი გავლენა კი სწორედ ამ წელს განსაკუთრებით გაძლიერდება”. მისივე პროგნოზით, მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება სწორედ 2023 წელს იწყება…
წყარო: mshoblebi.ge