Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 34 წელი გავიდა

October 13, 2023
მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 34 წელი გავიდა

დღეს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 34 წელი გავიდა.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მისი დაღუპვის საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული.

შეგახსენებთ, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა.

მისი დისიდენტური გზა ადრეული ასაკიდან დაიწყო.

კოსტავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბავშვობის მეგობარი, თანაკლასელი, თანამებრძოლი და მასთან ერთად, ეროვნული მოძრაობის მთავარი ლიდერი იყო.

კოსტავა და გამსახურდია ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დააპატიმრეს თბილისში პროკლამაციების გავრცელებისთვის.

1967 წლიდან იწყებს მუშაობას რედაქტორად ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში”. აქვეყნებს მთელ რიგ წერილებს ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე.

1972 წელს მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. მის წინააღმდეგ რეპრესიები არ წყდებოდა.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო.

1980 წელს გადასახლებულ იქნა ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს” და ციმბირში ქ. ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა. უცნაურია, მაგრამ სუკ-შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.

საერთო ჯამში, კოსტავას პატიმრობა 10 წელი გაგრძელდა. ის სამშბლოში პატიმრობიდან 1987 წლის 30 აპრილს დაბრუნდა.

მერაბ კოსტავა ზვიადთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში.

1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

მერაბ კოსტავას 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge