ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 2,4 მილიონი ადამიანი იწამლება საკვებით, ძირითადად ვირუსული ან ბაქტერიული დაბინძურების შედეგად.
მიკრობიოლოგი გვირჩევს, როგორ ავირიდოთ საკვებით მოწამვლა თავიდან:
როგორც მიკრობიოლოგი, მე ალბათ უფრო მკაფიოდ ვიცი საკვებით გამოწვეული ინფექციების რისკი, ვიდრე საზოგადოების უმეტესობამ.
ჭამა გარეთ
იშვიათად ვჭამ გარეთ – იქნება ეს პიკნიკი თუ ბარბიქიუ – რადგან საკვებით მოწამვლის რისკი იზრდება საკვების გარეთ გატანისას.
საკვების მოვლისას ხელების სისუფთავის შენარჩუნება მთავარია, თუმცა გარეთ ამის დაცვა ხშირად რთულია. ასეთ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტიანი ხელის გელები, თუმცა ბოლომდე ისინიც არ კლავენ ყველა მიკრობს.
მალფუჭებადი საკვების ცივად და თავდახურული შენარჩუნება აუცილებელია, რადგან მიკრობების რაოდენობა შეიძლება გაორმაგდეს, თუ საკვები რამდენიმე საათზე მეტი ხნის განმავლობაში 30 გრადუსამდე გახურდება. არ მიირთვათ ხორცი, თუ მისი შიდა ტემპერატურა 70 გრადუსზე ნაკლებია.
ბუფეტები
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით როგორ მზადდება საკვები, სასურველია მსგავს ადგილზე ჭამისგან თავი შევიკავოთ. შიგნით, საკვები შეიძლება იყოს დაბინძურებული მტვრისგან, მწერებისგან. ამიტომ ბუფეტში სადილი დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
ასევე, პროდუქტი და საკვები შესაძლოა დაბინძურდეს სტუმრების მიერ, მაგალითად თუ დააცემინებენ ან დაახველებენ.
შეფუთული სალათები
მიკრობიოლოგი ამბობს, რომ იგი შეფუთულ სალათებს არასდროს ჭამს, რადგან ისინი, შესაძლოა, შეიცავდეს მიკრობებს.
„ჩემმა კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს პათოგენები ათასჯერ უკეთესად იზრდებიან სალათის ფოთლების წვენების მიღებისას, თუნდაც სალათის ტომარა მაცივარში იყოს. შემაშფოთებელია, რომ იგივე მიკრობები იყენებენ სალათის წვენებს, რომ გახდნენ უფრო ვირუსული და უკეთ გამოიწვიონ ინფექცია.
სალათის მოყვარულთათვის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ამ ინფორმაციით, შეფუთული სალათების უმეტესობა უსაფრთხოა, თუ ინახება მაცივარში, კარგად გარეცხილი გამოყენებამდე (თუნდაც მზა სალათი უნდა გაირეცხოს) და მიირთვათ მისი შეძენის შემდეგ რაც შეიძლება მალე“,- ამბობს მკვლევარი.
სამზარეულოს პრაქტიკა
მალფუჭებადი საკვებისთვის, რეგულარულად უნდა ამოწმოთ გამოყენების თარიღი;
არ გამოიყენოთ ერთ და იგივე საჭრელი დაფა უმი და მოხარშული საკვებისთვის;
დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ ინტენსიურად;
მიკრობიოლოგი გვირჩევს, რომ არასდროს გავაცხელოთ მოხარშული ბრინჯი, რადგან დაუმუშავებელი ბრინჯი, შესაძლოა, შეიცვადეს საკვების მომწამვლელ სპორებს. თუ ბრინჯი გაცივდება და დადგება ოთახის ტემპერატურაზე, სპორები გადაიქცევა ბაქტერიებად.