Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ უნდა შეინარჩუნოთ რუჯი დიდი ხნით და დაიცვათ კანი გამოშრობისა და ნაოჭებისგან

October 12, 2023
როგორ უნდა შეინარჩუნოთ რუჯი დიდი ხნით და დაიცვათ კანი გამოშრობისა და ნაოჭებისგან

გარუჯულ სხეულზე აუცილებლად უნდა წაისვათ დამცავი და დამატენიანებელი კრემები. ამით კანს დაიცავთ გამოშრობისა და ნაოჭებისგან. გაითვალისწინეთ, რომ დამატენიანებელი კრემები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცავდეს რძეს, ლიმონს, გვირილასა და კიტრს. ეს კომპონენტები ხელს უწყობს კანის გათეთრებას. არ გირჩევთ, გარუჯულ კანზე კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებას, მაგალითად, სახის გაწმენდას, პილინგებს, დაბანისას ტანის სკრაბის გამოყენებას. სკრაბის ნაცვლად, შეგიძლიათ, ყავის ნალექი გამოიყენოთ. ტანი დაიბანეთ მხოლოდ რბილი ღრუბლით. რუჯის მიღების შემდეგ განსაკუთრებით უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას, ამიტომ გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი.

კანის მოვლის მომდევნო ეტაპია კვება და დატენიანება. ამისთვის შესანიშნავია საბავშვო ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან აგაცილებთ აქერცვლას და რუჯსაც დიდხანს შეინარჩუნებთ. დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. უმჯობესია ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავასა და თერმულ წყალს. გარუჯული კანისთვის ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი.

სწორად შერჩეული საკვებისა თუ ხილის, მაგალითად, გარგარის, ბევრი ნივთიერება დაგეხმარებათ ფერის შენარჩუნებაში. ახალგამოწურული სტაფილოს წვენის სმა კი დიდი ხნის განმავლობაშიც შეგინარჩუნებთ შოკოლადისფერ სხეულს.

სპეციალური ნიღბები შეგიძლიათ, თავადაც დაამზადოთ:

* 1 ცალი სტაფილოს წვენი, 1 კვერცხის გული და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში. წაისვით როგორც სახეზე, ასევე ტანზე და 20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ;

* ძალიან კარგია ყავის ნალექითა და ცოტა ზეითუნის ზეთის ნარევით სახის გაწმენდა. ეს პროცედურა კანს წმენდს და ოქროსფერ შეფერილობასაც დიდხანს უნარჩუნებს.

თუ გსურთ, რაც შეიძლება, დიდი ხნით შეინარჩუნოთ ნამზეური, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

* ავტორუჯი იდეალური საშუალებაა მათთვის, ვინც უკვე გაირუჯა. უმჯობესია ტანის ლოსიონების გამოყენება, რომლის ფერი დროთა განმავლობაში ჯდება. გარუჯულ სხეულზე არანაირი დეფექტი არ გამოჩნდება, თან, ვერც კი შეამჩნევთ, როგორ ჩაანაცვლებს ხელოვნური ნამზეური ბუნებრივს;

* დაბანისას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ უხეში ღრუბელი. რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო სწრაფად გადავა ნამზეური, ამიტომ, ტანი დუშგელით დაიბანეთ და არა საპნით;

* მელანინი არის პიგმენტი, რომელიც კანის ფერს განსაზღვრავს. ნამზეური დაგრჩებათ დიდხანს, თუ სწორად იკვებებით. დიდი რაოდენობით მიიღეთ A ვიტამინის შემცველი ხილი, ასევე, ნიგოზი, ყვითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, შოკოლადი, ფორთოხალი და კენკრა.

წყარო:თბილისელეგი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ქუთაისში, მდინარე რიონში დაღუპული 19 წლის გოგოს შესახებ?
  • ცნობილია ქუთაისში, მდინარე რიონში დაღუპული 19 წლის გოგოს ვინაობა
  • 10 მაისიდან თბილისში გადაადგილების მარშრუტი იცვლება – ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge