Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კლარა ელჩიბეგაშვილი გარდაიცვალა

October 12, 2023
გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კლარა ელჩიბეგაშვილი გარდაიცვალა

გორის უნივერსიტეტის პროფესორი და ყოფილი რექტორი, კლარა ელჩიბეგაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ასევე იყო ხაშურის საპატიო მოქალაქე.

კლარა ელჩიბეგაშვილი დაიბადა 1947 წლის 3 ივნისს, ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში, პედაგოგების ოჯახში. 1965 წელს წარჩიმებით დაამთავრა ხაშურის III საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1970 წელს და მიენიჭა ფილოსოფოსის, ფილოსოფიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1978 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ნიკო ნიკოლაძის ფილოსოფიურ-ესთეტიკური შეხედულებანი“. 1992 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება ფილოსოფიის დარგში.

1970 წლიდან მოღვაწეობდა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე, სადაც ეკავა უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობები, შემდეგ იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პრორექტორი 15 წლის განმავლობაში.

2004 წლიდან კი ეკავა რექტორის თანამდებობა. წლების მანძილზე იყო უნივერსიტეტის პროფესორი.

გახლდათ მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. 1999 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით და არაერთი საპატიო სიგელით გორის უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის. 2016 წელს მიენიჭა საპატიო ხაშურელის წოდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge